8839 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

7FZT7QZ9 გამოქვეყნდა 28 სექ 13 ნახვა

T&R Distribution

T&R Distribution

რეზერვი დისტრიბუტორი

T&R Distribution გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 29 ოქტ

"თიენდარი" საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. თიენდარი საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს BAT (British American Tobacco).

20 წლიანი ისტორია, საქართველოს მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი, ერთგული პარტნიორები და მრავალფეროვანი ბრენდები FMCG (Non-Food) კატეგორიაში. ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს სტაბილურობასა და ხარისხს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს www.trd.ge ან მოგვწერეთ მეილზე

T&R DISTRIBUTION (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას რეზერვი დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • მუდმივად აკონტროლოს ქსელში არსებული პროდუქციის მარაგები და ვადები;
  • აკონტროლოს და უზრუნველყოს ქსელში სრული ასორტიმენტის არსებობა;
  • სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს მიაწოდოს სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაცია და აკონტროლოს მათი შესრულება;
  • მიიღოს პროდუქცია საწყობ (ებ)იდან და ჩააბაროს პროდუქცია საწყობ (ებ)ს;
  • საჭიროების დროს შეცვალოს დისტრიბუტორი/დისტრიბუტორის დამხმარე;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება;
  • მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშულების მართვის უნარი და გამოცდილება
  • B კატეგორიის  მართვის მოწმობა (მექანიკა)

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ - 16 სთ;
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რ. აბრამიშვილის ქ. 2
  • ანაზღაურება (ფიქსირებული) 1450 ლ + ბონუსი
  • პროდუქტი: სიგარეტი, ელ. სიგარეტი

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელური, სტაბილური, დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
T&R Distribution
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა