დისპეჩერი
ROUTESTAR LLC აცხადებს ვაკანსიას დისპეჩერის პოზიციაზე.
ROUTESTAR LLC უკვე 6 წელია ამერიკულ ლოჯისტიკურ ბაზარზე მუშაობს და ჩვენი გუნდი ყოველდღიურად თანამშრომლობს აშშ-ში მოქმედ სატვირთო გადამზიდავ კომპანიებთან.
თუ გაინტერესებს ლოჯისტიკის სფერო, გსურს საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობა და ეძებ დისტანციურ სამსახურს კონკურენტული გამომუშავების შესაძლებლობით — შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში!
სამუშაო პირობები - პოზიცია: დისპეჩერი - სამუშაო ფორმატი: სრულად დისტანციური — სახლიდან - სამუშაო დღეები: ორშაბათი–პარასკევი - სამუშაო საათები: 16:00–02:00
ანაზღაურება — გამომუშავებით შენი შემოსავალი პირდაპირ არის დამოკიდებული შენს შედეგებზე. გვაქვს ბონუსური სისტემა, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად გაზარდო შენი შემოსავალი.
რას გააკეთებ? თითოეულ დისპეჩერს ჩაბარებული აქვს გარკვეული რაოდენობის სატვირთო მანქანა, რომლისთვისაც შესაბამისი ტვირთის მოძიება და დატვირთვის უზრუნველყოფა ევალება.
ტვირთების მოძიება ხდება სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით, რაც მოითხოვს მაღალ ყურადღებას, სისწრაფესა და დეტალებზე ორიენტირებულობას.
სამუშაო პროცესში მოგიწევს სხვადასხვა ამერიკულ კომპანიასთან კომუნიკაცია და მოლაპარაკება ელფოსტისა და ტელეფონის საშუალებით, რათა მოიპოვო შესაბამისი ტვირთი შენთვის ჩაბარებული სატვირთო მანქანებისთვის.
გამოცდილება სავალდებულო არ არის — განვიხილავთ როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ კანდიდატებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც არის: - პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული; - ყურადღებიანი დეტალების მიმართ; - კომუნიკაბელური და გუნდური მუშაობის უნარით; - მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული; - პასუხისმგებლიანი და სტაბილური სამუშაო პროცესის მიმართ.
აუცილებელი მოთხოვნები - ინგლისური ენა — C1 დონე; - რუსული ენა — მინიმუმ B1 დონე; - კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარები; - პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ; - საღამოს/ღამის სამუშაო გრაფიკთან ადაპტაციის შესაძლებლობა.
თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნე CV და შემოგვიერთდი ROUTESTAR -ის გუნდში.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.