სტაჟიორი ბიზნეს პროცესების მონიტორინგის მიმართულებით
„არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ სტაჟიორს ბიზნეს პროცესების მონიტორინგის მიმართულებით და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- ბიზნეს პროცესების მონიტორინგის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- პროცესებზე დაკვირვება რეალურ დროსა და სივრცეში (მათ შორის დასრულებულ და მიმდინარე სამშენებლო ობიექტებზე);
- მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევების ანალიზი, დოკუმენტირება და მათ აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების მომზადებაში ჩართულობა;
- პროცესების დარღვევათა რეესტრის წარმოება;
- ბიზნეს პროცესში ჩართულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კომუნიკაცია;
- CRM-ში პროცესების ავტომატიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამთავრებული კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- ძალიან გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- MS Office-ის ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით:
https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.