ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
"iSpace | Apple Premium Partner" ეძებს მოტივირებულ, დეტალებზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლობიან გუნდის წევრს ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მაღაზიების ვიდეო მონიტორინგი ონლაინ რეჟიმში;
- ვიდეოკამერების ჩანაწერების მონიტორინგი და დეტალური ანალიზი;
- მონიტორინგის პროცესში შესაძლო რისკებისა და ხარვეზების დადგენა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება;
- ნებისმიერი სახის დარღვევის ოპერატიული გამოვლენა და რეაგირება;
- თანამშრომელთა მიერ სამუშაოს შესრულების პროცესის მონიტორინგი კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
- მონიტორინგის შედეგების საფუძველზე პერიოდული ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება;
- პერიოდული შიდა აუდიტის ჩატარება მაღაზიებში არსებული ჩეკ-ლისტების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
- განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება;
- სექტორული გამოცდილება: მომსახურებისა და Retail სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კეთილსინდისიერება და მიუკერძოებლობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის ეფექტური მართვის უნარი.
რა გელოდება ჩვენთან?
- დასაქმება საერთაშორისო ორგანიზაციაში;
- Apple-ის უნიკალური სასწავლო პლატფორმა;
- თანამშრომლებზე გათვლილი ბენეფიტები (დაზღვევა, ლოიალურობის პროგრამა);
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- ლოიალურობის პროგრამა;
- სამუშაო Apple MacBook.
თუ მზად ხარ, გახდე წარმატებული საერთაშორისო გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე.
შენი კარიერა იწყება აქ!
ლინკი: https://hel-ai.com/apply/2Hk4nU6e
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.