ინტერიერის დიზაინერი
"Surgula Studio" ეძებს გამოცდილ ინტერიერის დიზაინერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და იმუშავებს მაღალი კლასის საცხოვრებელ, კომერციულ და სასტუმრო-სარესტორნო პროექტებზე.
თუ გაქვთ გამორჩეული ესთეტიკური ხედვა, კრეატიული აზროვნება და გსურთ მონაწილეობა მიიღოთ საინტერესო და მრავალფეროვანი სივრცეების შექმნაში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
ჩვენ შესახებ:
"Surgula Studio" არის არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია, რომელიც ქმნის სასტუმროების, რესტორნების, კომერციული და პრემიუმ საცხოვრებელი სივრცეების არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინს.
ჩვენი საქმიანობა ეფუძნება კრეატიულობას, პროფესიონალიზმსა და დიზაინის მაღალ ხარისხს.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- ინტერიერის დიზაინის კონცეფციების შექმნა და განვითარება;
- სივრცის დაგეგმარება და ფუნქციური გადაწყვეტების შემუშავება;
- კონცეფციის პრეზენტაციების, moodboard-ებისა და მასალების კოლაჟების მომზადება;
- მოსაპირკეთებელი მასალების, ავეჯის, განათებისა და დეკორის შერჩევა;
- საპროექტო და მუშა დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
- 3D ვიზუალიზაციისთვის ტექნიკური დავალებების მომზადება და ვიზუალიზაციის პროცესის კოორდინაცია;
- არქიტექტორებთან, 3D არტისტებთან და ტექნიკურ დიზაინერებთან თანამშრომლობა;
- დიზაინის თანამედროვე ტენდენციების, მწარმოებლებისა და ბრენდების კვლევა;
- პროექტის ხარისხისა და დიზაინის კონცეფციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ვის ვეძებთ:
- უმაღლესი განათლება ინტერიერის დიზაინის ან არქიტექტურის მიმართულებით;
- ინტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- AutoCAD-ის ცოდნა;
- ძლიერი დიზაინერული აზროვნება და განვითარებული ესთეტიკური ხედვა;
- სივრცის დაგეგმარებისა და ფუნქციური გადაწყვეტების შემუშავების გამოცდილება;
- თანამედროვე მასალების, ავეჯის, განათებისა და დიზაინის ბრენდების ცოდნა;
- ინტერიერის მუშა ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ცოდნა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვისა და პროექტის ვადების დაცვის უნარი.
სხვა პროფესიული პროგრამების, AI ინსტრუმენტებისა და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- სრულ განაკვეთზე მუშაობას თანამედროვე ოფისში;
- მრავალფეროვან და მაღალი კლასის არქიტექტურულ და ინტერიერის პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- გამოცდილ არქიტექტორებთან და დიზაინერებთან თანამშრომლობას;
- შემოქმედებით და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
განაცხადის გამოგზავნა:
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ:
- CV;
- პორტფოლიო (აუცილებელია);
- სურვილის შემთხვევაში, მოკლე სამოტივაციო წერილი.
წერილის სათაურში მიუთითეთ: ინტერიერის დიზაინერი
მდებარეობა: თბილისი.
ვებგვერდი: surgula.com
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.