ობიექტების მონიტორინგის თანამშრომელი
NS Studio — არქიტექტურული კომპანია — აცხადებს ვაკანსიას ობიექტების მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება NS Studio-ს მიმდინარე არქიტექტურული პროექტების ფარგლებში სამშენებლო ობიექტების მონიტორინგის პროცესში.
ძირითადი ამოცანა იქნება ობიექტებზე რეგულარული ვიზიტი, მიმდინარე სამუშაოების ფოტოფიქსაცია და მიღებული მასალის პროექტების მიხედვით მოწესრიგება, არქივირება და შესაბამისი გუნდის წევრებისთვის დროული მიწოდება.
ძირითადი მოვალეობები:
** NS Studio-ს მიმდინარე არქიტექტურულ პროექტებთან დაკავშირებულ სამშენებლო ობიექტებზე რეგულარული ვიზიტი;
** ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების ფოტოების გადაღება ფოტოკამერით ან სმარტფონით;
** პროექტის მიმდინარეობის ვიზუალური მასალის სისტემატურად შეგროვება;
** მიღებული ფოტომასალის პროექტების მიხედვით დახარისხება და მოწესრიგება;
** ფოტომასალის არქივირება და შესაბამისი საქაღალდეების განახლება;
** საჭირო მასალის შესაბამისი გუნდის წევრებისთვის დროულად გაგზავნა;
** საჭიროების შემთხვევაში, ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესახებ მოკლე ინფორმაციის მიწოდება;
** პროექტების ფარგლებში არსებული ვიზუალური მასალის მუდმივად განახლება და ორგანიზება.
მოთხოვნები:
** განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და დამწყები კანდიდატები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სმარტფონით ფოტოების გადაღებისა და ფაილების ორგანიზების საბაზისო უნარები;
** აუცილებელია მოპედით, სკუტერით ან მოტოციკლით გადაადგილების შესაძლებლობა;
** არქიტექტურის ან მშენებლობის მიმართულებით განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
** ანაზღაურება: შეთანხმებით.
თუ გინდა, მიიღო პირველი სამუშაო გამოცდილება არქიტექტურული პროექტების რეალურ, სამშენებლო პროცესთან დაკავშირებულ გარემოში, და გიყვარს აქტიური, დინამიური სამუშაო — გამოგვიგზავნე CV და შემოგვიერთდი NS Studio-ს გუნდში:
გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.