ექიმი რადიოლოგის-დოპლერის სპეციალისტი
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი რადიოლოგის-დოპლერის სპეციალისტის პოზიციაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სამედიცინო საქმიანობის შესაბამისი სერტიფიკატი.
- გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები:
სისხლძარღვთა სისტემის ულტრაბგერითი და დოპლერული კვლევა, მიღებული მონაცემების შეფასება, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის მომზადება, კვალიფიციური მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებ.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა.
სამუშაო განრიგი: გამოძახებით, წინასწარ გაწერილი კალენდრის მიხედვით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2026 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე.
თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემები დამუშავდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანდიდატთა შერჩევის პროცესის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით იმ მიზნით, რომ შესაძლებელია თქვენი კანდიდატურის განხილვა სხვა შესაბამის პოზიციებზეც. რეზიუმეს გამოგზავნითადასტურებთ, რომ გაეცანით აღნიშნულ ინფორმაციას.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.