9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

7PCQK0R7 გამოქვეყნდა 8 ოქტ 40 ნახვა

ქართული ენის მასწავლებელი

რუსთავის აზოტი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 9 ნოე
ფორმა · განცხადებაში

სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი.

სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.

სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას ქართული ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო

ძირითადი მოვალეობები

  • სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების გათვალისწინებით, პრაქტიკული და მათზე მორგებული 6-თვიანი სასწავლო პროგრამის შემუშავება;
  • სწავლების პროცესში სიმულაციების, როლური თამაშების, გუნდური აქტივობებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების შემუშავება და გამოყენება;
  • მონაწილეების რეალურ სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული სიტუაციების მოდელირება;
  • ყოველდღიურ და სამუშაო კომუნიკაციაში გამოსაყენებელი პრაქტიკული ქართული ფრაზებისა და ლექსიკის სწავლება;
  • სასწავლო მასალებისა და პრაქტიკული რესურსების მომზადება;
  • მონაწილეების პროგრესის პერიოდული შეფასება და პროგრამის საჭიროებისამებრ ადაპტირება;
  • მენეჯმენტისთვის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და მიღწეული შედეგების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
  • ზრდასრულთა სწავლების გამოცდილება;
  • სასწავლო პროგრამის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
  • პრაქტიკული სწავლების მეთოდების გამოყენების გამოცდილება;
  • განსხვავებული კულტურისა და ენობრივი გამოცდილების მქონე ჯგუფებთან მუშაობის უნარი (სასურველია);
  • ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
  • კრეატიული, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.

პროგრამის მიზანი და სამუშაო ფორმატი:

პროგრამის მიზანია, მონაწილეებმა განივითარონ ყოველდღიურ და სამუშაო გარემოში ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარები და შეძლონ ქართული ენის გამოყენება რეალურ სიტუაციებში - დამოუკიდებლად, თავდაჯერებულად და პრაქტიკულად.

სამუშაო ფორმატი: 6-თვიანი პროგრამა, ფიზიკური სწავლება კომპანიის ტერიტორიაზე, დაახლოებით 20-25 მონაწილისგან შემდგარ ჯგუფში. სწავლების შინაარსი და ტემპი უნდა იყოს მორგებული მონაწილეთა ენობრივ დონესა და პრაქტიკულ საჭიროებებზე.

განაცხადის წარდგენა

  • დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე.
  • ელ-ფოსტის Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება
  • განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
  • გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა