10 368 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

7QHQB5AN გამოქვეყნდა 2 ოქტ 9 ნახვა

ადამიანური რესურსების და ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 31 ოქტ

"ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" — ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ქსელი საქართველოში — აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების მენეჯერის პოზიციაზე თბილისის კამპუსში.

ჩვენ ვართ ორმაგი (ქართული და ამერიკული College Board / Advanced) ავტორიზაციის მქონე ინსტიტუცია, რომელიც აერთიანებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის უმსხვილეს კამპუსებს. ვეძებთ აქტიურ, მონდომებულ და საკუთარ პროფესიაზე შეყვარებულ პროფესიონალს, რომელიც იქნება ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის სტრატეგიული პარტნიორი თბილისის კამპუსში და მასთან მჭიდრო სინერგიით უხელმძღვანელებს ადგილობრივ HR პროცესებს.

ჩვენთან გელოდებათ სტაბილური, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდური გარემო, სადაც დაგხვდებათ უკვე დანერგილი HR სისტემები. თქვენი როლი გულისხმობს ამ სისტემების მართვასა და სრულყოფას ცენტრალურ გუნდთან შეთანხმებული ხედვისა და ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში.

რატომ არის ეს პოზიცია მნიშვნელოვანი ჩვენთვის?

ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი ორგანიზაცია იწყება ძლიერი გუნდით - ადამიანებით, რომლებსაც აქვთ განვითარების შესაძლებლობა, მკაფიო მოლოდინები და განცდა, რომ მათი შრომა მნიშვნელოვანია.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს რომელიც არსებულ სისტემებს მართავს, აუმჯობესებს და ადამიანებისთვის უკეთეს სამუშაო გამოცდილებად აქცევს.

რას გავაკეთებთ ჩვენთან ერთად:

სტრატეგიული კოორდინაცია და პოლიტიკის განვითარება: უზრუნველყოფთ ერთიანი HR პოლიტიკის აღსრულებას თბილისის კამპუსში; შეიმუშავებთ ინიციატივებს არსებული სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციისთვის და მენეჯმენტთან კოორდინაციით უზრუნველყოფთ მათ დანერგვას.

ტალანტების მოზიდვა და შერჩევა: მართავთ სკოლის აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდის რეკრუტინგის ციკლს. უზრუნველყოფთ არსებული სარეზერვო ბაზების განახლებასა და სკოლის, როგორც სასურველი დამსაქმებლის, ბრენდინგის გაძლიერებას.

HR ადმინისტრირება: სამართლებრივად გამართავთ შრომით ურთიერთობებს. უხელმძღვანელებთ თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოებას როგორც ფიზიკურად, ისე შიდა და გარე ელექტრონულ ბაზებში (მათ შორის, eSchool სისტემაში).

შეფასება და კომპეტენციების მართვა: კოორდინაციას გაუწევთ პერსონალის შეფასების პროცესს. აქტიურად ჩაერთვებით შეფასების უკვე დანერგილი ჩარჩოსა და კომპეტენციების ბორბლის განახლებასა და სრულყოფაში; შედეგებზე დაყრდნობით დაგეგმავთ ტრენინგებსა და მენტორინგის პროგრამებს.

ადაპტაცია და ორგანიზაციული კულტურა: იზრუნებთ ახალი თანამშრომლების ადაპტაციის (Onboarding) არსებული მექანიზმების გაუმჯობესებაზე. დაგეგმავთ გუნდურობის ხელშემწყობ ღონისძიებებს და ჩაერთვებით მატერიალური/არამატერიალური სამოტივაციო სისტემების განახლებაში.

ჩვენი მოლოდინები (საკვალიფიკაციო მოთხოვნები):

  • ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით);
  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 3 წელი (აქედან არანაკლებ 2 წელი HR მიმართულებით);
  • საგანმანათლებლო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საქართველოს შრომის კოდექსის, "ზოგადი განათლების შესახებ" და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონმდებლობის პრაქტიკული ცოდნა;
  • ინგლისური ენის ფლობა (B1 დონე) და საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სამუშაო პროცესების ეფექტიანად მართვის, გუნდური მუშაობისა და ხელმძღვანელობასთან კოორდინირებული მოქმედების უნარი (სტრატეგიული ხედვისა და დაქვემდებარების ჯანსაღი ბალანსის დაცვით).

სამუშაო პირობები:

  • ლოკაცია: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N39;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი (40 საათი);
  • ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

განაცხადის შემოტანის პროცესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე. წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ოქტომბერი.

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შეინახება კანონმდებლობისა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა