კონსტრუქციული სამუშაოების ზედამხედველი
სამშენებლო კომპანია "კოტეკონს კონსთრაქშენ" ბათუმში მიმდინარე პროექტისთვის — Silk Towers — ეძებს კონსტრუქციული სამუშაოების ზედამხედველს.
კომპანია, 20 წელზე მეტი გამოცდილებით, ვიეტნამის ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ახორციელებს მსხვილმასშტაბიან საცხოვრებელ, კომერციულ, სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
საქართველოში მიმდინარე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი კომპანიის გრძელვადიან ხედვას, მაღალ ამბიციებსა და ქართული სამშენებლო სექტორის განვითარებაში აქტიურ ჩართულობას უსვამს ხაზს.
ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან პროფესიონალს, რომელსაც სურს განვითარება, საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროექტზე მუშაობა და გამოცდილ სპეციალისტებთან თანამშრომლობა.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** კომპანიის მიერ სრულად დაფინანსებულ სამედიცინო დაზღვევას;
** კორპორატიულ სიმ-ბარათს უფასო ინტერნეტითა და სალაპარაკო წუთებით;
** სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი - სრული, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
** სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი, ბარბიუსის 6;
** ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყალიბის, არმატურისა და ბეტონის სამუშაოების ზედამხედველობა ობიექტზე;
** შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი დამტკიცებულ ნახაზებთან, სპეციფიკაციებთან და ACI / EN მოთხოვნებთან;
** ბეტონის ჩაწყობის წინ შემოწმებების ჩატარება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** ქვეკონტრაქტორებისა და სამუშაო ბრიგადების კოორდინაცია ყოველდღიურ კონსტრუქციულ სამუშაოებზე;
** პროგრესის, გადახრებისა და ობიექტზე არსებული საკითხების ანგარიშგება მშენებლობის მენეჯერთან;
** სამუშაო ზონაში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამოქალაქო მშენებლობის ან სამშენებლო კონსტრუქციების მიმართულებით;
** მაღალსართულიანი შენობების მშენებლობის გამოცდილება (მინიმუმ 1-2 დასრულებული პროექტი;
** ACI და EN სტანდარტების კარგი ცოდნა;
** კონსტრუქციულ სამუშაოებში ობიექტზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სამუშაო, საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კოტეკონს კონსთრაქშენ" - მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კოტეკონს კონსტრაქშენ" - ის ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.