ტექნიკური ინჟინერი
გინდა, რომ შენი კარიერა ტექნოლოგიებთან და საერთაშორისო კომპანიასთან იყოს დაკავშირებული?
მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის!
"iSupport" - Apple Authorised Service Provider საქართველოში, ეძებს მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ პროფესიონალს გუნდში გასაწევრიანებლად და Apple-ის ტექნოლოგიებთან სამუშაოდ.
პოზიცია: ტექნიკური ინჟინერი
ჩვენ გთავაზობთ:
** დასაქმებას საერთაშორისო ორგანიზაციაში ** მუშაობას Apple-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრში ** წვდომას Apple-ის ოფიციალურ სასწავლო და განვითარების რესურსებზე ** თანამედროვე და ინოვაციურ სამუშაო გარემოს ** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული მოწყობილობების ტექნიკური სერვისის უზრუნველყოფა Apple-ის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ** შემოსული და გასული მოწყობილობების აღრიცხვა, კონტროლი და შესაბამისი რეპორტინგი ** სერვისის ვადების კონტროლი და დადგენილი ვადების დაცვა ** IT სერვისების განვითარების და დანერგვის პროცესში მონაწილეობა
ვის ვეძებთ:
** სერვის ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ტექნიკური განათლება; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც; ** Apple-ის ტექნიკის შეკეთების გამოცდილება სასურველია; ** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.
ანაზღაურება და ბენეფიტები:
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1, 900 ლარი (Gross) ** გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე ** გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ ხელფასის ზრდის შესაძლებლობა ** გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაშიც ბონუსის მიღების შესაძლებლობა, ინდივიდუალური შედეგებისა და შესრულებული არასაგარანტიო მომსახურებების შესაბამისად
მცოცავი გრაფიკი: 10:00-19:00, 12:00-21:00, კვირაში 2 დასვენების დღე ლოკაცია: თბილისი
რატომ უნდა აირჩიო iSupport?
** iSupport-ში გეძლევა რეალური შესაძლებლობა, განავითარო შენი კარიერა და პროფესიული უნარები ტექნოლოგიურ სფეროში. ** იმუშავებ გამოცდილ გუნდთან და მიიღებ პრაქტიკულ გამოცდილებას Apple-ის ტექნოლოგიებთან, ავტორიზებულ სერვის გარემოში.
თუ მზად ხარ, განავითარო შენი პროფესიული უნარები და გახდე iSupport-ის სერვისის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV!
ლინკი: https://hel-ai.com/apply/ycdFuCnd
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.