კორპორატიული იურისტი
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი);
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (დისტანციური ან შეთავსებით მუშაობა არ განიხილება);
- შრომის ანაზღაურება: 4000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო;
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად).
ძირითადი მოვალეობები:
- ხელშეკრულებების მომზადება/ანალიზი;
- სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები და სხვა) მომზადება;
- კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
- კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
- კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
- ადმინისტრაციული საჩივრების დამზადება;
- სხვადასხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (სავალდებულოა) სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება;
- კორპორატიულ იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი (სავალდებულოა);
- ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა);
- მართვის მოწმობის ფლობა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.