8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

7XNAWDW4 გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი

StepUp გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"სტეპ აპ" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ: კომპანია საინჟინრო მიმართულებით ოპერირებს ბაზარზე, კერძოდ, საინჟინრო სისტემების პროექტირებასა და მონტაჟს სთავაზობს კლიენტებს.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მასალების, სპეციფიკაციებისა და სახარჯი მასალების ზუსტი მოცულობების გამოთვლა MS Excel-ში;

** პროექტების პირველადი ხარჯთაღრიცხვისა და კომერციული წინადადებების მომზადება;

** ბაზრის მონიტორინგი: ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე MEP მასალებისა და ფასების პერიოდული გადამოწმება, მომწოდებლებთან კომუნიკაცია და კომერციული წინადადებების გამოთხოვა;

** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით, ჩაითვლება უპირატესობად;

** ხარჯთაღრიცხვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სამონტაჟო ან საინჟინრო სფეროში);

** MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;

** შესაბამისი სამონტაჟო მასალების ცოდნა/ადვილად ათვისების უნარი;

** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირება და ციფრებთან ზუსტი მუშაობის უნარი;

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** დროის მენეჯმენტი;

** გუნდური მუშაობისა და სწრაფი ათვისების უნარი;

** პუნქტუალობა და პასუხისმგებლიანი მიდგომა საქმისადმი.

გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: -ზე, სათაურით "ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი".

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 5 სექტემბერი.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა იქნება დაცული "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის, მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
StepUp
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის