დაფასოების ოპერატორი
კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას დაფასოების ოპერატორის პოზიციაზე.
პოზიციაზე განვიხილავთ როგორც გამოცდილ, ისე დამწყებ კანდიდატებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სამუშაო სრულდება საწარმოო გარემოში და მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას - ფეხზე დგომას, პროდუქციისა და ტომრების გადაადგილებას, ასევე აქტიურ ჩართულობას დაფასოებისა და წარმოების პროცესში.
სამუშაო ადგილი: ფონიჭალა სამუშაო გრაფიკი: ცვლადი, დინამიური გრაფიკი
ანაზღაურება: საშუალოდ 2 000–2 300 ₾ - ანაზღაურება დამოკიდებულია და იზრდება დაფასოებული პროდუქციის მოცულობის შესაბამისად.
ბენეფიტები: - ტრანსპორტირება მეტრო ისნიდან და რუსთავიდან; - კვება; - ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი მოვალეობები: - მზა პროდუქციის დაფასოება და შესაბამის ტომრებში განთავსება; - დაფასოების პროცესში პროდუქციისა და ტომრების ხარისხის კონტროლი; - პროდუქციის წონისა და შეფუთვის სისწორის კონტროლი; - დაფასოების ხაზის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა; - პროდუქციისა და ტომრების ფიზიკური გადაადგილება; - დაფასოების პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების კონტროლი; - ეტიკეტირებული ტომრების მიღება და აღრიცხვა; - წარმოების შესაბამისი ბლანკებისა და ჩანაწერების შევსება; - სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები: - საშუალო განათლება; - ფიზიკური დატვირთვით სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა; - პასუხისმგებლობისა და ყურადღების მაღალი დონე; - გუნდში მუშაობის უნარი; - მსგავს პოზიციაზე ან საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.
ვაკანსიის დეტალები იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://nutrimax.selfrecruit.ge/s/bBMcq
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.