დაფასოების ხაზის ოპერატორი
"აგრო უნივერსალ საქართველო" ცხოველთა საკვების წარმოების სფეროში მოქმედი ქართული კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ევროპულ სტანდარტებსა და პროდუქციის მაღალ ხარისხზე.
ვაკანსია — დაფასოების ხაზის ოპერატორი
კომპანიის საწარმო მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში და აღჭურვილია ევროპული წარმოების თანამედროვე, ავტომატიზებული ტექნოლოგიური ხაზებით. ჩვენ ვაწარმოებთ სრულფასოვან კომბინირებულ საკვებს სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისთვის. ჩვენი მიზანია ქართველი ფერმერებისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება და საქართველოში მეცხოველეობისა და მეფრინველეობის განვითარებაში წვლილის შეტანა კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე — დაფასოების ხაზის ოპერატორი.
ძირითადი მოვალეობები:
- ავტომატური დაფასოებისა და შეფუთვის ხაზთან მუშაობა.
- ტომრების წონისა და შეფუთვის ხარისხის კონტროლი.
- დანადგარის მუშაობის მონიტორინგი.
- ტომრების პალეტებზე დალაგება.
- სამუშაო ადგილის სისუფთავის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკასთან მუშაობის უნარი;
- ყურადღება და პასუხისმგებლობა;
- ფიზიკური დატვირთვით სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა;
- მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
- სამუშაო ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი კარალეთი;
- სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი (დღის და ღამის ცვლები), პოზიციის სპეციფიკის შესაბამისად;
- ანაზღაურება: შეთანხმებით;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ტრანსპორტირება ქ. გორის ტერიტორიიდან;
- სტაბილური სამუშაო გარემო.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.