B2B გაყიდვების მენეჯერი
კომპანია „10 ანი“ (ავეჯის მასალების ჭრა, კანტი, პრისადკა და B2B მომსახურება Batumi-ში) იწვევს მოტივირებულ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ B2B გაყიდვების მენეჯერს ჩვენს გუნდში შემოერთების მიზნით!
ვაკანსია: B2B გაყიდვების მენეჯერი / B2B Sales Manager
თუ გიყვარს აქტიური კომუნიკაცია, გაქვს B2B გაყიდვების გამოცდილება და გინდა შენს შემოსავალს თავად განაზღვრავდე — ეს ვაკანსია შენთვისაა.
ძირითადი მოვალეობები: - B2B კლიენტების მოზიდვა (Cold Calling): ავეჯის ხელოსნებთან, დიზაინერებთან და საამქროებთან აქტიური სატელეფონო და პირისპირ კომუნიკაცია, საწარმოო სერვისების შეთავაზება. - არსებული და პასიური ბაზის მართვა: კლიენტებთან მუდმივი ურთიერთობა, ლოიალობის პროგრამების შეთავაზება და შეკვეთების განმეორებითობაზე ზრუნვა. - შემოსული ლიდების დამუშავება: სოციალური ქსელებიდან და მარკეტინგული კამპანიებიდან შემოსული ზარებისა და შეტყობინებების მყისიერი დამუშავება. - CRM რეპორტინგი: ყოველდღიური ზარებისა და შეკვეთების აღრიცხვა და პროგრესის გაზიარება ხელმძღვანელობასთან.
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ: - B2B / სატელეფონო გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია ავეჯის, მშენებლობის ან წარმოების სფეროში). - გამართული, დამაჯერებელი და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი. - შედეგზე და KPI-ების შესრულებაზე ორიენტირებულობა. - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტური მართვა.
რას გთავაზობთ ჩვენ? - ფიქსირებული ხელფასი: 1,000 ლარი (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი გაყიდვებიდან - რეალური თვიური შემოსავალი: 1,500 – 2,500+ ლარი (შედეგებზე მიბმული, ზედა ზღვრის გარეშე). - პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა განვითარებად საწარმოში. - კომფორტული სამუშაო გარემო და მხარდამჭერი გუნდი.
სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: ბათუმი გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი (სრული განაკვეთი)
როგორ მოგვაწოდოთ განაცხადი? გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე, სათაურის ველში მიუთითეთ: „B2B გაყიდვების მენეჯერი“.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.