გაყიდვების სპეციალისტი
"Invest Group" სამშენებლო-დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
კომპანია ეძებს მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და აქტიურად ჩაერთვება კომპანიის მიმდინარე პროექტების გაყიდვების პროცესში.
ძირითადი მოვალეობები
- პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, კონსულტაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
- კომპანიის სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებსა და სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- კომპანიის პროექტების, ბინებისა და შეძენის პირობების პროფესიონალურ დონეზე წარდგენა;
- კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმოება;
- ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება და გაყიდვების პროცესის მართვა;
- კლიენტებთან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- გაყიდვების მიზნების შესრულება და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
- გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
P.S. სამშენებლო სფეროში გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ
- ფიქსირებულ ანაზღაურებასა და გაყიდვების შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსს;
- პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- საქმიან, პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელფოსტაზე.