ავტოპარკის კოორდინატორი
სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს.
სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N230 სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. ანაზღაურება : 2500 ლარი NET
სამუშაო აღწერილობა:
- კომპანიის ავტოპარკის ყოველდღიური მართვა და მონიტორინგი;
- მძღოლების საქმიანობის კოორდინაცია და ეფექტურობის კონტროლი;
- გეგმიური ტექნიკური მომსახურებების გრაფიკების შედგენა და შესრულების კონტროლი;
- საწვავის და რემონტის ხარჯების კონტროლი, ანალიზი და ანგარიშგება;
- GPS სისტემის გამოყენება ავტოპარკის მოძრაობის მონიტორინგისა და ეფექტიანობის ანალიზისთვის;
- ავტოპარკთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა: დაზღვევა, ტექნიკური დოკუმენტები, რეგისტრაციები და სხვ.;
- ავტოსადგომზე ავტომობილების განთავსების კონტროლი და აღრიცხვა;
- ავარიული და ტექნიკური შემთხვევების აღრიცხვა, დაზიანებების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
- ავტოსერვისებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა;
- ავტოპარკის საწვავების და რემონტების ბიუჯეტის დაგეგმვა;
- რეპორტების მომზადება ავტოპარკის სტატუსზე, ხარჯებზე და მუშაობის ეფექტურობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება ავტოპარკის/ტრანსპორტის მენეჯმენტში;
- გამოცდილება ტექნიკური მომსახურებებისა და სარემონტო პროცესების კოორდინაციაში;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word)
- B კატეგორიის მართვის მოწმობა, მართვის გამოცდილება - არანაკლებ 2 წელი;
- დისციპლინა, ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფასდაკლება ორგანიზაციის პროდუქციაზე;
- კომპანიის მიერ თანამშრომლის წილი საპენსიო შენატანის (2%) დაფარვა.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეზიუმეს) შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.