9770 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

803NVQ0M გამოქვეყნდა 12 ოქტ 37 ნახვა

დისპეტჩერი

ლოტუსი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1600 / თვეში −17% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,936 ₾ · 48 განცხადება ბოლო ვადა: 13 ნოე

შპს "ლოტუსი" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის პოზიციაზე.

ჩვენ შესახებ:

შპს "ლოტუსი" წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ და განვითარებად ტაქსოპარკს თბილისში, რომელიც მართავს ასზე მეტ ავტომობილს და ორიენტირებულია სერვისის ხარისხზე, ეფექტურ მენეჯმენტსა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • 100-ზე მეტი ავტომობილის ყოველდღიური მონიტორინგი GPS სისტემისა და ტაქსოპარკის შიდა პლატფორმის გამოყენებით
  • მძღოლების კონტროლი, მხარდაჭერა და კოორდინაცია 24 ან 12-საათიან ცვლაში.
  • დარღვევების აღმოჩენა და დროული რეაგირება (მაგ. სიჩქარის გადაჭარბება, წესების დაუცველობა და მძღოლების არაკეთილსინდისიერების გამოვლენა)
  • ბრძანებების გადაცემა და დროული კომუნიკაცია მძღოლებთან
  • ცვლაში მუშაობის გეგმის დაცვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება
  • სისუფთავის, ფორმისა და მანქანის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი მონიტორინგის ჯგუფთან კოორდინაციით
  • პრობლემური შემთხვევების მენეჯმენტთან გადაცემა და ანგარიშგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება დისპეტჩერის ან მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
  • კარგი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ტექნოლოგიური პლატფორმების ათვისების უნარი (GPS, Microsoft, TSheets ან ანალოგიური)
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • ქართულ ენაზე გამართული წერა და მეტყველება, რუსული ან ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო პირობები:

  • ცვლაში მუშაობა - 24 საათი ყოველ მესამე დღეს ან 12 საათიანი ცვლა ყოველ მეორე დღეს.
  • მუშაობა თანამედროვე ოფისიდან თბილისში (ა. ბელიაშვილის ქ. 57)
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და მზარდი ბონუს სისტემა 1600 ლარი (ხელზე ასაღები+ბონუსები)
  • სამუშაო ტექნიკით უზრუნველყოფა
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და წვდომა ტრენინგებზე

დამატებითი უპირატესობები:

  • გამოცდილება ტაქსოპარკთან ან ლოგისტიკურ კომპანიასთან მუშაობაში
  • მართვის მოწმობა
  • სისწრაფე და ოპერატიულობა პრობლემების გადაჭრაში
  • ღამის ცვლაში მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

დასაქმების პროცედურა:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ: "დისპეტჩერის ვაკანსია".

ვაკანსია ღიაა შერჩეული კანდიდატის დასაქმებამდე. შერჩეულმა კანდიდატმა უნდა გაიაროს ერთ კვირიანი ტრენინგი და ერთ თვიანი ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა