8817 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

80856MQ6 გამოქვეყნდა 29 სექ 12 ნახვა

წისქვილი ჯგუფი

წისქვილი ჯგუფი

კონდიტერი

წისქვილი ჯგუფი გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება კვება / რესტორნები
შესვლა და განაცხადი
₾2000 / თვეში ბოლო ვადა: 30 ოქტ

"წისქვილი ჯგუფი" ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - "ქართულს". ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს. კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..)

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ "წისქვილი ჯგუფის" დიდ გუნდში გვაქვს კონდიტერის ვაკანტური პოზიციები.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 99 გრაფიკი: 09:00-17:00 ან 10:00-18:00 ანაზღაურება: 2000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დესერტების ტექნოლოგიური ბარათების შესწავლა;
  • დესერტების მომზადება;
  • ახალი პოზიციების/დესერტების დამატებაში ჩართულობა;
  • ნედლეულის ხარისხის, მარკირებისა და ვადების კონტროლი;
  • ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო და სხვა მოთხოვნები:

  • სასურველია პროფესიული განათლება აღნიშნული მიმართულებით;
  • აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ "წისქვილი ჯგუფის" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე ან გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
წისქვილი ჯგუფი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა