ოფის მენეჯერი
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები
- შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა-ადმინისტრირება;
- შემოსულ სატელეფონო ზარებზე და მეილებზე დროული რეაგირება;
- თანამშრომლებისთვის და დირექტორებისათვის შეხვედრების ორგანიზება;
- სტუმრების დახვედრა და შესაბამისი გადამისამართება;
- საჭირო დოკუმენტაციის თარგმნა რუსულ და ინგლისურ ენებზე;
- საოფისე-საკანცელარიო ნივთების კონტროლი, შესყიდვები, ანგარიშსწორება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლამდე გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვალება უპირატესობად;
- დოკუმენტაციასთან და კორესპონდენციასთან მუშაობის ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
პიროვნული თვისებები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- მოწესრიგებულობა;
- როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ
- კარიერულ განვითარებას;
- გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
- ანაზღაურება: 1200 ლარი;
- სამედიცინო დაზღვევას ( ინდივიდუალური ან საოჯახო);
- კვება;
- Fitpass;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/lAT1aU4b