სერვისის მიმღები ოპერატორი
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს ,,ემსერვისი“ - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური სერვის-ცენტრია საქართველოში.
შპს „ემსერვისი“ აცხადებს ვაკანსიას „სერვისის მიმღები ოპერატორის“ პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები: - სერვის-ცენტრში შემოსული ყველა ტიპის (ფიზიკური/იურიდიული)მომხმარებლის მიღება.მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება,შეკვეთების დაფიქსირება. - სერვის-ცენტრში შემოსული დაზიანებული ტექნიკის მიღება,მომხმარებლისთვის თანხის გადახდის შემთხვევაში ანგარიშასწორების განხორციელება (სალარო აპარატზე გადახდის ქვითრის ამობეჭდვა)ნივთზე საჭიროებების განსაზღვა. - მყიდველის შეკვეთის საფუძველზე რეალიზაციის გაკეთება,საგადახდო დოკუმენტის მიბმა შეკვეთაზე. - შეკვეთების პროგრამაში /დაფიქსირება,შევსებული ქვითრის ამობეჭდვა და დაზიანებულ ნივთზე განთავსება, სახელოსნოში გადატანის უზრუნველყოფა. - ტექნიკური მენეჯერისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება დაზიანებულ ნივთზე. - საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება. - მომხმარებლის და ტექნიკური მენეჯერის მხრიდან ხელმოწერის უზრუნველყოფა,შეკვეთის დახურვა და რეალიზაციის გატარება პროგრამაში,გახარჯული მასალის ჩამოწერა. - მომსახურების ინვოისის მიწოდება საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის მის მიერ მიღებულ შეკვეთაზე.
ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - 1C პროგრამის ცოდნა; - რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა; - საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;
პიროვნული თვისებები: - კომუნიკაბელურობა; - თავაზიანობა; - დეტალების მიმართ ორიენტირებული; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დისციპლინირებულობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი; - დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ანაზღაურება: - 1200 ლარი.
სამუშაო გრაფიკი: - კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე;
სამუშაო ადგილი: - თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ.N7;
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://midea.selfrecruit.ge/s/HXQr
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.