მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სერვის ცენტრის მონიტორი
"სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სერვის ცენტრის მონიტორი.
კატეგორია: მონიტორინგი თანამდებობრივი სარგო: 1 903 ლარი (დარიცხული) ადგილების რაოდენობა: 1 სამსახურის ადგილმდებარეობა: მცხეთა სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ფუნქციები
- მონიტორინგის კვარტალური გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება დასაქმების პროგრამების და სერვისების მიმართულებით, ლოკაციებისა და გასვლების ოდენობის, თარიღების განსაზღვრა შესაბამის ხელმძღვანელ და პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით.
- მონიტორინგის გეგმის საფუძველზე დასაქმების პროგრამებისა და სერვისების განხორციელების/მიმდინარეობის მონიტორინგი როგორც სატელეფონო, ასევე ადგილზე ვიზიტის სახით.
- შერჩევითი ვიზიტების განსაზღვრა იმგვარად, რომ შეასრულოს კვარტალური გეგმა.
- მონიტორინგის ჩატარების შემდგომ აწარმოოს დადგენილი ფორმის შესაბამისად მონიტორინგის ოქმი;
- უზრუნველყოფს უფლებამოსილების ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სააგენტოს დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელი პირ (ებ)ის მიერ გაცემული სხვა დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულებას.
მოთხოვნები
- მინიმალური განათლება - ბაკალავრი
- სამუშაო გამოცდილება - 1 წელი
საკონკურსო თემატიკა
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება";
- საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ;
- "დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის N630 დადგენილება.
დამატებითი მოთხოვნები
- სასურველია უმაღლესი განათლება, ეკონომიკის, იურიდიულის, ბიზნეს ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სასურველია გამოცდილება მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების კუთხით ან პროცესების მონიტორინგის მიმართულებით;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე - ელექტრონული ფოსტის მისამართზე და გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.