სერვისის სუპერვაიზერი/მენეჯერი
"თოქერსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სერვისის სუპერვაიზერი/მენეჯერი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, 18ა თამარ მეფის გამზირი
ჩვენ შესახებ: ჩვენ ვართ დინამიკური და მზარდი ჰოსფითალითი ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 5+ გამორჩეულ ობიექტს! ვეძებთ ენერგიულ და გამოცდილ სერვისის სუპერვაიზერს/მენეჯერს. თუ გაქვს დასამახსოვრებელი პიროვნული მახასიათებლები, სრულყოფილებისკენ სწრაფვა და გიყვარს სტუმრებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა, მაშინ ჩვენი FOH (Front of House) გუნდის ლიდერად სწორედ შენ გეძებთ.
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური მომსახურების პროცესების მართვა და გლუვი, შეუფერხებელი ოპერირების უზრუნველყოფა.
- ახალგაზრდული გუნდის მართვა, მოტივირება და პოზიტიური სამუშაო განწყობის შექმნა.
- ოპერაციული სტანდარტების (SOP) მკაცრი დაცვა, სახალისო და მეგობრული გარემოს შენარჩუნების პარალელურად.
- სტუმრებთან კომუნიკაცია, უკუკავშირის მიღება და ნებისმიერი საკითხის სწრაფად/ეფექტურად მოგვარება.
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა და ახალი იდეების დანერგვა.
მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
- გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე (სუპერვაიზერი/მენეჯერი) მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ჰოსფითალითი/F&B სფეროში.
- "Funky" ხასიათი: ხარ ენერგიული, გამორჩეული, კომუნიკაბელური და ქმნი დადებით განწყობას გუნდსა და სტუმრებში.
- სტანდარტების პატივისცემა: გესმის, რომ თავისუფალი და პოზიტიური გარემო უნდა ეფუძნებოდეს ოპერაციული სტანდარტების (SOP) ზედმიწევნით ცოდნასა და შესრულებას.
- ენთუზიაზმი: გაქვს საქმის ყოველდღიურად უკეთესად კეთების სურვილი და მოტივაცია.
- ლიდერობა: გუნდური მუშაობის და ახალგაზრდა კადრების განვითარების ძლიერი უნარები.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ ანაზღაურებას + ყოველთვიურ ბონუსებს შედეგების მიხედვით.
- მაღალ "თიფს" (Tips).
- ახალგაზრდულ, ენერგიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
- პერსონალის კვებას.
- ტრანსპორტირებას (ტაქსი) გვიან ცვლებში.
- კარიერული განვითარების და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას ჩვენს მზარდ ქსელში (5+ ობიექტი).
როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "Service Supervisor / Manager".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.