მესაწყობე
ემბავუდ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას მესაწყობეს პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები: - თბილისიდან ჩამოსული საქონლის მიღება, რაოდენობის დათვლა და თანმხლებ დოკუმენტაციასთან შედარება; - მიღებული საქონლის მდგომარეობის შემოწმება და საწყობში სწორად განთავსება; - ამწყობებისთვის შეკვეთების მომზადება და ავტომობილების დატვირთვა; - საწყობში არსებული საქონლის ნაშთების კონტროლი და აღრიცხვა; - საწყობში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა; - თვეში ერთხელ ინვენტარიზაციის ჩატარება - რეკლამაციებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის პროგრამაში სწორად და სრულყოფილად შეყვანა; - რეკლამაციების სტატუსების მუდმივი კონტროლი; - თბილისიდან სარეკლამაციო საქონლისა და საჭირო ნაწილების დროული გამოგზავნის კონტროლი; - მომხმარებლისთვის სარეკლამაციო საქონლისა და ნაწილების დროული მიწოდების პროცესის კონტროლი; - რეკლამაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამის თანამშრომლებთან კომუნიკაცია და პრობლემების დროული მოგვარების ხელშეწყობა; - საქონლის დანაკლისის, დაზიანებისა და აღრიცხვაში აღმოჩენილი შეუსაბამობების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება; - საწყობში საქონლის უსაფრთხო შენახვისა და განთავსების წესების დაცვა; - ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღებიანობა; - ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; - კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის საბაზისო უნარები; - ინფორმაციის ზუსტად აღრიცხვისა და დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი; - ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი; - კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელფოსტაზე სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.