ინჟინერი
"VIKON Group" საქართველოში წამყვანი საინჟინრო, სამშენებლო და საპროექტო კომპანიაა, რომელიც საქმიანობს საინჟინრო ქსელებისა და სისტემების პროექტირების, ტექნიკური კონსულტაციისა და სამშენებლო სამუშაოების მიმართულებით.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები
- სამშენებლო პროცესების ინჟინრული ტექნიკური მხარდაჭერა;
- სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა;
- ფორმა №2-თან მუშაობის გამოცდილება;
- შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ვადების კონტროლი;
- ობიექტებზე საჭიროების შემთხვევაში მივლინებები შესრულებული სამუშაოების შესამოწმებლად და შემდგომი პროცესების დასაგეგმად;
- პროექტის შემუშავების პროცესში ტექნიკური საკითხების შეთანხმება მომიჯნავე სპეციალობების წარმომადგენლებთან (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.);
- პროექტების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და პერიოდული განახლება;
- სამუშაო პროცესში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა;
- შესაბამის ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებში პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზადებაში მონაწილეობა;
- სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (არქიტექტურის, სამშენებლო ინჟინერიის ან მომიჯნავე მიმართულებით);
- გამოცდილება სამშენებლო სექტორში არანაკლებ 2 წელი;
- ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Word, AutoCAD, ArchiCAD).
პიროვნული უნარები
- ძლიერი ორგანიზაციული და ანალიტიკური უნარები
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე.
ელფოსტის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას, არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.