8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

843EA9FK გამოქვეყნდა 2 სექ 3 ნახვა

ქოპირაითინგისა და ბლოგინგის სტაჟიორი მარკეტინგში

ზუმერი გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"Zoommer"-ის მარკეტინგის გუნდში ვეძებთ ადამიანს, რომელიც შემოგვიერთდება ქოპირაითინგისა და ბლოგინგის სტაჟიორის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

თუ გიყვარს სიტყვებით თამაში, შეგიძლია რთული თემები მარტივ, საინტერესო ისტორიებად აქციო და გსურს მიიღო რეალური გამოცდილება მარკეტინგსა და კონტენტ მენეჯმენტში შეგიძლია გამოიყენო ეს შესაძლებლობა ზუმერში.

სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი / ჰიბრიდული (შეთავსებადია სწავლასთან)

სტაჟირება მაქსიმუმ 6 თვე ანაზღაურებადი

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდის ტონალობის (Tone of Voice) მორგებით ბლოგ-პოსტებისა და სტატიების წერა; ** სხვადასხვა თემაზე მასალების მოძიება და სრულიად ახალი, ორიგინალური სტატიების შექმნა ნულიდან; ** ინგლისურენოვანი სტატიებისა და რესურსების გამართულად თარგმნა/ადაპტირება ქართულად და პირიქით; ** არსებული ტექსტების რედაქტირება და გამართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აქტიური სტუდენტის სტატუსი, უპირატესობა მიენიჭება ჟურნალისტიკის, მარკეტინგის, ფილოლოგიის მომიჯნავე სფეროს სტუდენტებს; ** ქართული ენის სრულყოფილი, გრამატიკულად და სტილისტურად გამართული ფლობა; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა [წერა/თარგმნა]; ** ბრენდის ხასიათის ათვისებისა და ტექსტის შესაბამისად მორგების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და კვლევის [Research] უნარი.

რას გთავაზობთ:

** რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას გამოცდილ გუნდთან ერთად; ** მოქნილ გრაფიკს, რომელიც მარტივად ეთავსება უნივერსიტეტის ცხრილს; ** პროფესიულ ზრდასა და პორტფოლიოს გამდიდრებას; ** სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ დასაქმების პერსპექტივას. ** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/jtOYLmGeJa

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ზუმერი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის