8,996 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

84FVVFEQ გამოქვეყნდა 25 სექ 2 ნახვა

რედბერი

რედბერი

უმცროსი ბუღალტერი

რედბერი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 ოქტ

უმცროსი ბუღალტერი · REDBERRY · თბილისი

wegroup-ის ფინანსურ დეპარტამენტში ვეძებთ უმცროს ბუღალტერს, რომელიც მთავარ ბუღალტერთან ერთად აწარმოებს კომპანიის ყოველდღიურ ბუღალტრულ აღრიცხვას და მაღაზიებთან ყოველდღიურად მუშაობს.

პოზიცია სრული განაკვეთია, ოფისში. გადამწყვეტია სიზუსტე ციფრებში, შეჯერების უნარი და მაღაზიის თანამშრომლებთან მოკლე, მკაფიო კომუნიკაცია.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევამდე, 10:00-დან 19:00-მდე (შესვენება 13:00-14:00). სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ოფისი

რას გთავაზობთ

  • ოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • სამგზავრო ბარათი
  • 30% ფასდაკლება ჩვენს მაღაზიებში
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობა

რას გააკეთებ

  • მაღაზიების გაყიდვების ყოველდღიური შემოწმება და შეცდომების გასწორება FINA-ში: დაბრუნებები, გადახდის ტიპები (ნაღდი, ბარათი, განვადება), სალაროსა და Z-ანგარიშის სხვაობები
  • ყოველდღიური ოპერაციებისა და დოკუმენტების გატარება FINA-ში (საკომისიო, დებიტორებისა და კრედიტორების გადახურვა)
  • საბანკო ოპერაციების გატარება ყველა ვალუტაში, სალაროს ნაშთების კონტროლი
  • ელექტრონული ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების მართვა RS.ge-ზე, შემოსული ინფორმაციის ასახვა FINA-ში
  • მაღაზიების დოკუმენტაციის მოწესრიგება (აქტები, ჩეკები, განვადების ანგარიშები) და მათთვის ბუღალტრულ საკითხებში დახმარება
  • განვადებებისა და დებიტორების დოკუმენტაციის წარმოება
  • თვის დახურვაში მონაწილეობა: ამონაწერები, რეალიზაცია, დაბრუნებები, ავანსები
  • ახალი თანამშრომლების რეგისტრაცია RS.ge-სა და FINA-ში
  • საწვავის ხარჯის ანგარიშის წარმოება

ჩვენი მოლოდინი

  • უმაღლესი განათლება
  • მინიმუმ 1 წლის გამოცდილება ბუღალტრად ან მთავარი ბუღალტრის დამხმარედ
  • RS.ge-ზე მუშაობის ცოდნა; FINA-ს ცოდნა დიდი უპირატესობაა
  • Excel კარგ დონეზე
  • ინგლისური ან რუსული ენა არანაკლებ B2 დონეზე
  • სიზუსტე, პასუხისმგებლობა და დროის სწორად მართვა

ჩვენს შესახებ

wegroup 15 წელია საქართველოში სამკაულებითა და აქსესუარებით ვაჭრობს: მაღაზიების ქსელები REDBERRY და MANDARINA, ონლაინ მაღაზიები Myredberry.ge და Mandarina.ge. ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრენდებს SOKOLOV, UNOAERRE, NOMINATION, Nature Bijoux და Ori Tao.

როგორ დაგვიკავშირდე:

შეავსე განაცხადი: https://careers.wegroup.ge/z4mu/jg

პასუხს იმავე დღეს მიიღებ, ხშირად ერთ საათში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
რედბერი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა