იურისტი
სამშენებლო კომპანია "აპექს დეველოპმენტი" 2013 წელს დაარსდა. კომპანიამ, რომელიც დაფუძნებულია დიდ შრომაზე, ნდობასა და იმ ღირებულებების ინტეგრირებაზე, რომელიც ფასეულია ყველასთვის, ადვილად მოიპოვა მომხმარებლების ნდობა. კომპანიის საქმიანობის მიმართულებაა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.
აპექს დეველოპმენტში მშენებლობაზე 150-მდე ადამიანია დასაქმებული.
მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ნოვატორობა, უსაფრთხოება და პასუხისმგებლობა - ეს ის მთავარი ფასეულობებია, რომლითაც აპექსის გუნდი ქმნის მისაღებ გარემოს მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის.
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "APEX Development" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე; შაბათი საჭიროების შემთხვევაში: 11:00-დან 16:00-მდე ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
პოზიციის სამუშაო აღწერილობა:
- ნებისმიერი ტიპის სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა;
- ოფიციალური კორესპონდენციის წარმოება;
- ორგანიზაციის წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში და საქართველოს საერთო სასამართლოში, არბიტრაჟში, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
- შიდა იურიდიული კონსულტაციების წარმოება;
- სამართლებრივი საკითხებისა და დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი რეაგირება;
- სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობის შესრულება კომპანიის მენეჯმენტის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- კერძო სექტორში იურისტად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (სასურველია სამშენებლო სფეროში);
- სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
- ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (სასურველია);
- რუსული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა);
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მიზანსწრაფულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა;
- გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
- ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე.
CV-ის გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ წარდგენილი ინფორმაცია დასაქმების პროცედურების წარმართვის მიზნით. მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე მესამე მხარეს არ გადაეცემა.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.