გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

85AJVMCK გამოქვეყნდა 3 ნოე 17 ნახვა

შეფ-მზარეული

აგროფუდ მარკეტი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 4 დეკ
შესვლა და განაცხადი

კომპანიის შესახებ

შპს "აგროფუდ მარკეტი" არის სასურსათო საცალო ვაჭრობისა და საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია ნედლი ხორცი და ხორცპროდუქტები, ხილ-ბოსტნეული, მზა კვება, გაყინული ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული და სხვა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები.

ვაკანსიის დასახელება: შეფ-მზარეული.

პოზიციის ფუნქცია:

კომპანიის კულინარიული მიმართულების განვითარება, სამზარეულოს საქმიანობის ეფექტიანი მართვა, მაღალი ხარისხის კერძების შექმნა და მომზადების პროცესის ორგანიზება, კომპანიის კონცეფციისა და სტანდარტების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

1. კომპანიის კულინარიული კონცეფციისა და განვითარების ხედვის შემუშავებაში მონაწილეობა. ახალი იდეებისა და ინოვაციური მიდგომების შეთავაზება. 2. ახალი კერძების შექმნა და შემუშავება, არსებული რეცეპტების დახვეწა და კერძების გემოვნური, ვიზუალური და ხარისხობრივი მახასიათებლების გაუმჯობესება. 3. კომპანიისთვის უნიკალური საფირმო კერძების შექმნა და განვითარება, რომლებიც ასახავს კომპანიის ინდივიდუალურ სტილს, კონცეფციასა და კონკურენტულ უპირატესობას. 4. მენიუს შემუშავება, განახლება და სეზონური შეთავაზებების დაგეგმვა, მომხმარებელთა მოთხოვნის, თანამედროვე კულინარიული ტენდენციებისა და ბაზრის საჭიროებების გათვალისწინებით. 5. ახალი კერძების კონცეფციების შემუშავება, ინგრედიენტების შერჩევა, რეცეპტების სტანდარტიზაცია, კერძების საცდელი მომზადება და საბოლოო ვერსიის განსაზღვრა. 6. კერძების მომზადების ტექნოლოგიური პროცესების, რეცეპტურის, პორცირების, გაფორმებისა და წარდგენის სტანდარტების შემუშავება და დანერგვა. 7. სამზარეულოს ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და ორგანიზება, სამუშაო პროცესების კოორდინაცია და დავალებების თანამშრომელთა შორის ეფექტიანი განაწილება. 8. სამზარეულოს პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომელთა სწავლება, სამუშაო პროცესის ზედამხედველობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასება. 9. კერძების ხარისხის, გემოვნური მახასიათებლების, ვიზუალური მხარისა და მომზადების დადგენილი სტანდარტების დაცვა. 10.კულინარიული სიახლეების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და კომპანიის საქმიანობაში შესაბამისი ინოვაციების დანერგვის ინიციირება. 11.კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია თანამდებობის მიზნებთან და საქმიანობის სპეციფიკასთან.

აუცილებელი მოთხოვნები

  • გამოცდილება შეფ-მზარეულის პოზიციაზე.
  • შექმნილი პროდუქციის კალკულაციების შექმნის გამოცდილება.
  • პროექტების მართვისა და გუნდებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება

  • ახალი საკვები პროდუქტების შექმნისა და ბაზარზე დანერგვის გამოცდილება;
  • Excel-ისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების კარგი ცოდნა;

წარმატების ძირითადი მაჩვენებლები (KPI)

  • ახალი პროდუქტების წარმატებული დანერგვა და მათი მომგებიანობა;
  • მომხმარებელთა ლოიალობისა და განმეორებითი შესყიდვების ზრდა;

რას ვთავაზობთ

  • კომპანიის განვითარებასა და ახალი მიმართულებების შექმნაში მნიშვნელოვან როლს;
  • პროფესიული ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა