9875 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

85T225AS გამოქვეყნდა 21 ოქტ 6 ნახვა

შარმ ტრეიდინგი

შარმ ტრეიდინგი

ქოლგეით-პალმოლივის ბრენდის მერჩენ-პრისეილერი

შარმ ტრეიდინგი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾850 / თვეში ბოლო ვადა: 19 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით ,,Schwarzkopf, Henkel, Unilever, Colgate, Selpak, Algida და სხვა.''

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ,,ქოლგეით-პალმოლივის ბრენდის მერჩენ-პრისეილერის" პოზიციაზე ახალციხეში.

ადგილმდებარეობა: ახალციხე სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 მდე ანაზღაურება: 850 ლარი + ბონუსი (ჯამში 2050) + კვარტლური ბონუსი 750 ლარი + საწვავი + მანქანის ცვეთის ანაზღაურება

ფუნქცია-მოვალეობები: - შესაბამის სავაჭრო ქსელში პროდუქციის გაყიდვა; - სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა; - შეკვეთების მიღება და გაფორმება; - სავაჭრო ობიექტების დავალიანებების მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში; - მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა; - მარკეტინგული აქტივობების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები: - საკუთარი მსუბუქი ავტომობილი და B კატეგორიის მართვის მოწმობა; - აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი უნარები: - ორგანიზებული; - ენერგიული; - დეტალებზე ორიენტირებული; - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. - რას გთავაზობთ? - ჯანმრთელობის დაზღვევას; - თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს; - უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე; - კარიერული განვითარების შესაძლებლობას; - კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ,,სავაჭრო წარმომადგენელი - ახალციხეში’’.

კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „შარმ ტრეიდინგისთვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია „შარმ ტრეიდინგისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „შარმ ტრეიდინგში“ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა