მონაცემთა მოპოვებისა და დამუშავების გუნდის ლიდი
"ACT Global" საერთაშორისო კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში, განვითარებასა და ტრანსფორმაციაში. ჩვენი კვლევების სანდოობა ეფუძნება მონაცემების ხარისხს და კარგად ორგანიზებულ კვლევით ოპერაციებს.
ACT Global ეძებს მონაცემთა მოპოვებისა და დამუშავების გუნდის ლიდს, რომელიც უხელმძღვანელებს მონაცემთა მოპოვებისა და დამუშავების პროცესს, კვლევის ოპერაციული მომზადებიდან სუფთა, შემოწმებული და ანალიზისთვის მზა მონაცემთა ბაზის ჩაბარებამდე.
ვეძებთ ლიდერს, რომელსაც შეუძლია პროცესების გაუმჯობესება, ციფრული ინსტრუმენტების დანერგვა, სხვადასხვა პროფესიული გუნდის კოორდინაცია და საერთაშორისო საველე პარტნიორების ქსელის განვითარება.
პოზიციის მიზანი
- მონაცემთა მოპოვებისა და დამუშავების ერთიანი, ეფექტიანი და განვითარებაზე ორიენტირებული სისტემის მართვა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი მონაცემების შეთანხმებულ ვადებსა და ბიუჯეტში მიწოდებას.
- პოზიციის მთავარი პრიორიტეტებია პროცესების ოპტიმიზაცია, ციფრული განვითარება და ავტომატიზაცია, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო საველე ქსელის გაძლიერება.
ძირითადი ამოცანები
- მონაცემთა მოპოვების სრული ციკლის მართვა, მკვლევარებთან მოთხოვნების, სამუშაო გეგმისა და ჩაბარების კრიტერიუმების შეთანხმებიდან ანალიზისთვის მზა ბაზის მიწოდებამდე;
- შერჩევის, რესპონდენტების მოძიების, კითხვარების პროგრამირებისა და პილოტირების კოორდინაცია;
- პირისპირ, სატელეფონო და ონლაინ ველის ორგანიზება, კვოტების, პროგრესისა და ვადების მონიტორინგი;
- ხარისხის კონტროლის სისტემის მართვა ყველა ეტაპზე, ინტერვიუების გადამოწმებიდან მონაცემთა გაწმენდამდე, კოდირებასა და დოკუმენტირებამდე;
- კონფიდენციალურობისა და ეთიკური სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- პროცესების ოპტიმიზაცია და ერთიანი სტანდარტების დამკვიდრება;
- ციფრული სისტემების დანერგვა, ინტეგრაცია და ავტომატიზაცია; AI ინსტრუმენტების გამოყენებისა და შედეგების ვალიდაციის მართვა;
- საერთაშორისო საველე პარტნიორების ქსელის განვითარება, თანამშრომლობის პირობების შეთანხმება და მათი მუშაობის შეფასება;
- მრავალქვეყნიანი პროექტების კოორდინაცია ერთიანი სტანდარტებით;
- საველე, ქოლ-ცენტრის, შერჩევის, პროგრამირებისა და მონაცემთა დამუშავების გუნდების ხელმძღვანელობა: მიზნების დასახვა, დატვირთვის განაწილება, თანამშრომელთა განვითარება და გუნდთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება;
- ბიუჯეტისა და რესურსების დაგეგმვა და კონტროლი, ერთეულის ღირებულებისა და ტექნოლოგიური ინვესტიციების შეფასება;
- კვლევით და კომერციულ გუნდებთან ერთად პროექტების განხორციელებადობის, ვადებისა და ღირებულების განსაზღვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- კვლევითი ოპერაციების, საველე სამუშაოების ან კვლევითი მონაცემების მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 2 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე;
- პირისპირ, სატელეფონო და ონლაინ მონაცემთა მოპოვების პროცესების პრაქტიკული ცოდნა.;
- შერჩევის, კვოტებისა და რესპონდენტების მოძიების პრინციპების ცოდნა;
- მონაცემთა ხარისხის კონტროლის, გაწმენდისა და დამუშავების პროცესების ცოდნა;
- პროცესების ოპტიმიზაციის ან ციფრული სისტემების დანერგვის გამოცდილება;
- სხვადასხვა ფუნქციის მქონე გუნდების, პარალელური პროექტებისა და გარე პარტნიორების მართვის გამოცდილება;
- ბიუჯეტის, რესურსებისა და შესრულების მაჩვენებლების მართვის უნარი;
- ინგლისური და რუსულის ენებზე თავისუფალი პროფესიული კომუნიკაცია.
უპირატესობად ჩაითვლება
- საერთაშორისო ან მრავალქვეყნიანი საველე პროექტების მართვისა და პარტნიორების ქსელის განვითარების გამოცდილება;
- კვლევის ციფრულ პლატფორმებთან და მონაცემთა დამუშავების ან ავტომატიზაციის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება, მაგალითად SQL, SPSS, R ან Python;
- კავკასიისა და ცენტრალური აზიის საველე ბაზრების ცოდნა.
პროფესიული უნარ-შესაძლებლობები
- პროცესის სისტემური ხედვა და პრობლემების ძირეული მიზეზების გამოვლენის უნარი;
- ხარისხის, ვადებისა და ხარჯების ერთდროულად მართვის უნარი;
- ცვლილებების მართვისა და ახალი ინსტრუმენტების გუნდის ყოველდღიურ მუშაობაში დამკვიდრების უნარი;
- პასუხისმგებლობების მკაფიოდ განაწილების, ეფექტიანი თანამშრომლობისა და დროული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის #4, I შესახვევი
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 (3 დღე ოფისიდან, 2 დღე ონლაინ მუშაობის შესაძლებლობა)
ჩვენ გთავაზობთ
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტს;
- KPI-ებზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას (გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ);
- ACT Global-ის მონაცემთა მოპოვებისა და დამუშავების სისტემის განვითარების შესაძლებლობას;
- ციფრული ინსტრუმენტებისა და ახალი სამუშაო მიდგომების დანერგვის სივრცეს;
- საერთაშორისო საველე ქსელის განვითარებასა და მრავალქვეყნიან პროექტებზე მუშაობას;
- ხელმძღვანელ როლს, სადაც თქვენი გადაწყვეტილებები პირდაპირ აისახება მონაცემთა ხარისხზე, გუნდის ეფექტიანობასა და პროექტების შედეგებზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ ACT Global ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ACT Global იტოვებს უფლებას, რომ 3 წლის ვადით შეინახოს და დაამუშაოს თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები, რათა, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, განიხილოს თქვენი კანდიდატურის თავსებადობა სამომავლოდ გამოცხადებულ ან უკვე არსებულ სხვა ვაკანტურ პოზიციასთან მიმართებაში.
ACT Global გისურვებთ წარმატებას!