სტაჟირება გარე საქმისმწარმოებელი იურისტი
კერძო სააღსრულებო ბიურო აცხადებს სტაჟირებას შემდეგ პოზიციაზე: სტაჟირება გარე საქმისმწარმოებელი იურისტი.
- აღმასრულებლის საქმიანი კორესპონდენციის მართვა. საქმიანი წერილების ადრესატისთვის ჩაბარება.
- შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა და მათთვის მიმართულების მიცემა.
- ინფორმაციის მოძიება და მესამე პირებთან ურთიერთობა.
- აღმასრულებლის არყოფნის შემთხვევაში მიღებული ინფორმაციის ჩაწერადა შეტყობინების შინაარსის მისთვის დროულად გადაცემის უზრუნველყოფა.
- აღმასრულებლის მიერ მითითებული ცალკეული დავალებების შესრულება.
- აღმასრულებელთან ერთად თბილისსა და რეგიონებში სამუშაო ვიზიტის განხორციელება.
სავალდებულო მოთხოვნები
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება ან იყოს მე-3, მე-4/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ამავე მიმართულებით
- სასურველი მოთხოვნები: მართვის მოწმობის ქონა და გამოცდილება მანქანის მართვაში
დამატებითი მოთხოვნები
- შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
კონკურსის ეტაპები
- განცხადების გადარჩევა
- გასაუბრება
განცხადების ბოლო ვადა: 02.12.2026
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე და "subject" გრაფაში მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.