9777 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

86P065XQ გამოქვეყნდა 20 ოქტ 35 ნახვა

უფროსი IT მხარდაჭერის / სისტემის ადმინისტრატორის სპეციალისტი

Geosoft Cloud გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ნოე

Geosoft Cloud არის Google Cloud, AWS, Microsoft, Synology პარტნიორი კომპანია რეგიონში. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციაში და ვნერგავთ თანამედროვე ღრუბლოვან (Cloud) და ხელოვნური ინტელექტის (AI) გადაწყვეტებს. ჩვენი გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ Cloud Native მოწინავე ტექნოლოგიები იყოს მარტივი, საიმედო და მორგებული რეალურ ბიზნეს საჭიროებებზე.

Role Overview ვეძებთ გამოცდილ Senior IT Support ან System Administrator სპეციალისტს მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. თუ კარგად ერკვევით სერვერებში, ქსელებში, მეილ-სისტემებსა და მომხმარებლების ტექნიკურ მხარდაჭერაში, მაგრამ გსურთ რუტინას გასცდეთ და თქვენი გამოცდილება გადაიტანოთ Cloud მიმართულებით - ეს პოზიცია თქვენთვისაა. ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენი სისტემური ცოდნა გარდაქმნათ Google Workspace-ისა და Google Cloud Platform (GCP)-ის საინჟინრო გამოცდილებად. თქვენი მთავარი საქმე იქნება კლიენტების სისტემების გამართვა, მეილების მიგრაცია და ტექნიკური მხარდაჭერა, პარალელურად კი მენტორებთან ერთად შეისწავლით Cloud არქიტექტურას, ავტომატიზაციასა და AI ხელსაწყოების ინტეგრაციას.

Core Responsibilities ტექნიკური პასუხისმგებლობები: - Google Workspace-ისა და Microsoft 365-ის ყოველდღიური ადმინისტრირება (მომხმარებლების, ჯგუფებისა და წვდომების მართვა). - დომენის DNS ჩანაწერებისა და მეილის უსაფრთხოების პარამეტრების (MX, SPF, DKIM, DMARC) გამართვა და კონტროლი. - ელფოსტის მიგრაციების დაგეგმვა და განხორციელება სხვადასხვა სისტემებიდან (Microsoft Exchange, Microsoft 365, cPanel, Zimbra და ა.შ.) Google Workspace-ზე ბიზნეს პროცესების უწყვეტად. - კლიენტების ტექნიკური მხარდაჭერა (Mail & Cloud Support) და სისტემური პრობლემების სწრაფი მოგვარება. (Online, On-Site, Mobile) - Google Cloud Platform-ის (GCP) საბაზისო გარემოების აწყობა და On-Prem სერვერების Cloud-ში გადატანის პროცესში ჩართულობა. - რუტინული პროცესების ავტომატიზაცია მარტივი სკრიპტებით (Bash, Python, App Scripts).

სტრატეგიული პასუხისმგებლობები: - ახალი კლიენტების ონბორდინგი და მათთვის Cloud-ის სერვისების შესაძლებლობების ჩვენება. - დამკვეთებთან ტექნიკური კომუნიკაცია, კონსულტაციები და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება. - Google Cloud-ისა და AI ტექნოლოგიების (Gemini Enterprise Agents Platform) შესწავლა და კომპანიის ტექნოლოგიურ განვითარებაში წვლილის შეტანა. - ივენთებსა და ვორქშოპებში, პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა, სერვისების წარდგენა და დემონსტრირება.

Hard Skills (ტექნიკური მოთხოვნები): - მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT Support ან System Administrator პოზიციაზე. - Windows Server-ისა და Linux გარემოს გამართვისა და ადმინისტრირების გამოცდილება. - ქსელების (TCP/IP, DNS, DHCP, VPN) და მეილ-პროტოკოლების (SMTP, IMAP, POP3) კარგი ცოდნა. - Google Workspace (Google Admin) ან Microsoft 365-ის ადმინისტრირების გამოცდილება. - ენები: ქართული, ინგლისური და რუსული ენების ტექნიკურ-საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (სავალდებულოა დოკუმენტაციასთან სამუშაოდ და დამკვეთებთან კომუნიკაციისთვის). - უპირატესობად ჩაითვლება: სკრიპტინგის საბაზისო ცოდნა (Bash, PowerShell, Python), ვირტუალიზაციის (VMware), NAS სერვერების (Synology) ან ქლაუდ პლატფორმების (GCP/AWS) მინიმალური გამოცდილება.

Soft Skills (პიროვნული უნარები): - პრობლემების დამოუკიდებლად გამოკვლევისა და მოგვარების უნარი (Troubleshooting). - გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია, მომხმარებელთან თავაზიანი და პარტნიორული მიდგომა. - სწავლის, განვითარებისა და ოფიციალური სერტიფიცირების გავლის მაღალი მოტივაცია. - გუნდური მუშაობისა და დროის სწორად განაწილების უნარი.

სამუშაო დეტალები და აპლიკაცია - სამუშაო გრაფიკი: Full Time, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 (1 საათი შესვენება). - სამუშაო ლოკაცია: ბესიკის ქ. 4, თბილისი - გამოსაცდელი ვადა: 6 თვემდე. - ანაზღაურება: გთხოვთ, სასურველი მინიმალური ზღვარი მიუთითოთ სააპლიკაციო ფორმაში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.(ფორმაზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ Gmail ანგარიშით).

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა