ბუღალტერი
+14% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,624 ₾ · 36 განცხადება
გამოქვეყნდა 18 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 18 დეკ
სამშენებლო დეველოპერული კომპანია "ნექსუსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 ანაზღაურება: 3000 ლარი
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის სრული საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და კონტროლი პროგრამა Balance-ში;
- სამშენებლო ობიექტების მიხედვით შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
- თითოეული სამშენებლო პროექტის ფაქტობრივი დანახარჯების, თვითღირებულებისა და ფინანსური შედეგის კონტროლი;
- სამშენებლო მასალებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა;
- ბინების გაყიდვებისა და მიღებული ავანსების აღრიცხვა;
- საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, მოგების გადასახადი და სხვა) მომზადება და დროულად წარდგენა;
- საგადასახადო რისკების შეფასება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების ზუსტად და დროულად შესრულება;
- საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და ფულადი ნაკადების კონტროლი;
- დებიტორ/კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
- ჯგუფის კომპანიებს შორის ოპერაციებისა და ურთიერთანგარიშსწორებების აღრიცხვა და შედარება;
- ხელფასების დარიცხვა და თანამშრომლებთან ანგარიშსწორება;
- ხელმძღვანელობისთვის ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის კვარტალური და წლიური ფორმების შევსება;
- ბანკისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის მოწესრიგება, არქივირება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
განათლება და გამოცდილება
- ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან მსგავს სფეროში;
- სამშენებლო კომპანიაში ბუღალტერიის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წელი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.