8,519 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

870MEW7F გამოქვეყნდა 16 სექ 13 ნახვა

IDS Borjomi

IDS Borjomi

სატვირთო ავტომობილის მძღოლი

IDS Borjomi გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
₾1900–2000 / თვეში ბოლო ვადა: 14 ოქტ

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომპანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.

ლოგისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სატვირთო ავტომობილის მძღოლის პოზიციაზე.

ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ილია ბაბუციძის ქ. #14 სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ-დან 17:00 სთ-მდე; ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + გადაზიდული ტონაჟის მიხედვით (1900-დან 2000 ლარამდე); ყოველ სამ თვეში ერთხელ ბონუსი.

რისი გაკეთება მოგიწევთ: - კომპანიის კუთვნილი ა/ს საშუალების მართვა დადგენილი მარშრუტით; - კომპანიის პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირება დანიშნულ ადგილამდე; - პროდუქციის გადმოტვირთვა და შეტანაში (სავაჭრო ობიექტზე) მონაწილეობის მიღება; - შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია უნარები და ცოდნა: - საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება; - გამოთვლების წარმოების უნარის ქონა; - გუნდური მუშაობის უნარი; - კომუნიკაბელურობა - აუცილებელია კანდიდატს ქონდეს მართვის მოწმობა C კატეგორია და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის მინ 2 წლიანი გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია: ჩვენ გთავაზობთ: - საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას - სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას - კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს - საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს. შერჩევის ეტაპები: ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: საქართველოს თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 17-დან 27 წლამდე მამრობითი სქესის კანდიდატის სამსახურში აყვანის წინაპირობაა: დამსაქმებლისთვის სამსახურში აყვანამდე წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-N9YIqJ

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
IDS Borjomi
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა