8633 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

873R5N5W გამოქვეყნდა 4 სექ 4 ნახვა

მოლარე-კონსულტანტი

Leonidas Georgia გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1100 / თვეში ბოლო ვადა:

"Leonidas Georgia" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ირაკლი აბაშიძის N39

სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება), სამუშაო საათები: 11:00-22:00

ანაზღაურება: 1100 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

ჩვენს შესახებ

"Leonidas" - ბელგიური ხარისხის სიმბოლო, უკვე 100 წელზე მეტია, რაც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში უნიკალურ შოკოლადის გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს.

"Leonidas Georgia" წარმოადგენს ამ ლეგენდარულ ბრენდს საქართველოში და ეძებს მოტივირებულ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი გემოვნებიანი სამყაროს ნაწილი.

შენი პასუხისმგებლობები იქნება:

** მაღაზიაში მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის და თავაზიანი მომსახურების გაწევა

** მომხმარებლის მიერ შერჩეული შოკოლადის ასორტიმენტის ბრენდის სატნდარტების შესაბამისად შეფუთვა და პრეზენტირება

** სალაროსა და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა

** პროდუქციის სრული ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება

** პროდუქციის რაოდენობის, ვადების და ფასების კონტროლი

** მაღაზიაში სისუფთავისა და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც:

** საუბრობს ქართულად და ფლობს სასაუბრო ინგლისურს

** გამოირჩევა პასუხისმგებლობით, კომუნიკაბელურობით და პუნქტუალურობით

** სწრაფად ითვისებს ახალ ინფორმაციას

** არის დეტალებზე ორიენტირებული

** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მოქნილ სამუშაო გრაფიკს - მუშაობთ ყოველ მეორე დღეს (ან 2/2-ზე გრაფიკით)

** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი (1100 ლარი ხელზე ასაღები)+ ბონუსი გაყიდვებიდან

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას

** სამუშაოს დაწყებამდე თქვენ გაივლით ტრენინგს, ბრენდის სტანდარტების შესაბამისად.

თუ გსურს გახდე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შოკოლადის ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში - გამოგზავნე შენი რეზიუმე ფოტოსთან ერთად შემდეგ მისამართზე:. სათაურში მიუთითე: "მოლარე-გამყიდველის პოზიცია"

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ დასაქმების პროცესისთვის.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Leonidas Georgia
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის