8643 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

873VRAA4 გამოქვეყნდა 5 სექ 9 ნახვა

უმცროსი იურისტი

კახური ტრადიციული მეღვინეობა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სამართალი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება;

** ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა;

** პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებასა და დამუშავებაში მონაწილეობა;

** სამართლებრივი საკითხების შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის მოძიება;

** კომპანიის შიდა დოკუმენტაციის დამუშავებაში მონაწილეობა;

** მოქმედი კანონმდებლობისა და საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი;

** საჯარო რეესტრსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა;

** ლიცენზიებისა და ნებართვების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;

** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხებზე მუშაობა;

** საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო და სხვა შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია;

** იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;

** საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;

** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი პრინციპების ცოდნა;

** ინგლისური ენის ცოდნა;

** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** დოკუმენტაციასთან მუშაობის სიზუსტე;

** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ელფოსტაზე:

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "უმცროსი იურისტი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის.

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კახური ტრადიციული მეღვინეობა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის