8893 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

888FNE9D გამოქვეყნდა 25 აგვ 25 ნახვა

უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი

Ark Invest გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾2000 / თვეში ბოლო ვადა:

„Ark Invest“ აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. „Ark Invest“ წარმოადგენს საინვესტიციო კომპანიას, რომელიც ოპერირებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე და კონცენტრირებულია სექტორის ზრდასა და ინოვაციებზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ჩვენი გუნდი აქტიურად თანამშრომლობს წამყვან დეველოპერულ კომპანიებთან, რათა გააძლიეროს და დივერსიფიცირება გაუწიოს ინვესტიციურ შესაძლებლობებს ქვეყანაში. ვებგვერდი: https://arkinvest.ge/

ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი ფორმით; - მომხმარებელთა ბაზის მართვა – მონაცემების მუდმივი განახლება, სიზუსტის და სანდოობის უზრუნველყოფა; - პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა და პროექტების სრულყოფილად ცოდნა; - პოტენციური კლიენტებისა და ინვესტორებისთვის უძრავი ქონების ობიექტებზე ვიზიტების ორგანიზება და განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უპირატესობად ჩაითვლება გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; - უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად, განსაკუთრებით საერთაშორისო კლიენტებთან ურთიერთობისთვის;

პიროვნული თვისებები: - მოლაპარაკების წარმოების უნარი; - განვითარებაზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

„Ark Invest“ ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ წვლილი შეიტანონ კომპანიის ზრდასა და განვითარებაში; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 11:00–19:00 ანაზღაურება: 2000 ლარიდან (გამომუშავებით)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გამოხმაურება“ ღილაკის საშუალებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Ark Invest
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის