9161 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

88BX03T3 გამოქვეყნდა 26 ოქტ 24 ნახვა

სასტუმროს ადმინისტრატორი

სასტუმრო მეტეო გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 27 ნოე

სასტუმრო "მეტეო კახეთი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუისპირი

ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე!

მცირედი ჩვენ შესახებ:

"Hotel Meteo Kakheti" არის თანამედროვე, 5-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი, რომელიც მოიცავს:

  • 43 ნომერს;
  • განცალკევებულ რესტორანს;
  • ორ აუზს;
  • ბარს;
  • სტუმრებისთვის კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების დახვედრა, მიღება და რეგისტრაცია (Check-in / Check-out);
  • სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების მართვა;
  • სატელეფონო ზარებისა და ჯავშნების დამუშავება;
  • სასტუმროს სხვა განყოფილებებთან კოორდინაცია;
  • სტუმრების კომფორტზე ზრუნვა და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
  • სასტუმროს შიდა პროგრამაში მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი საუბრის უნარი;
  • პოზიტიური განწყობა, მეგობრული დამოკიდებულება და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • სტრესულ სიტუაციებში მშვიდად მოქმედებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
  • სასტუმროს ადმინისტრირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა განიხილებიან მოტივირებული კანდიდატებიც გამოცდილების გარეშე.

სამუშაო გრაფიკი:

სამუშაო გრაფიკი არის 12-საათიანი ცვლით, 2/2 პრინციპით:

  • ორი დღე - დილის ცვლა: 09:00-21:00;
  • ორი დღე - დასვენება;
  • ორი დღე - ღამის ცვლა: 21:00-09:00;
  • შემდეგ ციკლი მეორდება.

რას გთავაზობთ:

  • კვებას, სამუშაო პერიოდში;
  • ტრანსპორტირებას;
  • სასტუმროს შიდა პროგრამის შესწავლას ადგილზე;
  • მეგობრულ და პროფესიულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა