9296 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

88HY7FZQ გამოქვეყნდა 27 ოქტ 16 ნახვა

წარმოების ხელმძღვანელი

შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ნოე

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ. ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მარანის ნედლეულისა და დამხმარე მასალების მარაგების მონიტორინგი და კონტროლი;
  • საჭირო მასალების, ინვენტარისა და აღჭურვილობის შესყიდვების პროცესის კოორდინაცია;
  • მიღებული, გამოყენებული და ნაშთში არსებული მასალების აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  • წარმოებული პროდუქციის აღრიცხვა, ნაშთების კონტროლი და შესაბამის სისტემაში დროული ასახვა;
  • მარანის საწყობისა და მზა პროდუქციის შენახვის პროცესების კონტროლი;
  • პერიოდული ინვენტარიზაციის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების ანალიზი;
  • მიღებული და გაცემული მასალებისა და პროდუქციის დოკუმენტაციის წარმოება;
  • მარანის საქმიანობასთან დაკავშირებული საოპერაციო დოკუმენტაციის მართვა;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია და მიწოდების ვადების კონტროლი;
  • მარაგების, შესყიდვებისა და წარმოებული პროდუქციის შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • მეღვინესთან, წარმოებისა და სხვა ჩართულ დეპარტამენტებთან ეფექტიანი კოორდინაცია;
  • ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ლოგისტიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, მეღვინეობის, აგრონომიის ან მონათესავე მიმართულებით);
  • საოპერაციო, საწყობის, ლოგისტიკის, შესყიდვების ან წარმოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "წარმოების ხელმძღვანელი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის "თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა