9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

88RAJH3W გამოქვეყნდა 12 ოქტ 40 ნახვა

სამშენებლო ობიექტის ტექნიკური მენეჯერი

მეპ სოლუშენსი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾5000 / თვეში +135% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,130 ₾ · 126 განცხადება ბოლო ვადა: 13 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია "ემ ი პი სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "ემ-ი-პი სოლუშენს" ახორციელებს შენობების სრული მექანიკურ-სამონტაჟო და საკონსულტაციო მომსახურებას.

კომპანიის შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს საიტს: http://mepsolutions.ge/

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი/აბასთუმანი ანაზღაურება: 5000 ლარიდან ზემოთ, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამშენებლო ობიექტზე ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა;
  • შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური ანგარიშების მომზადება;
  • პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, ფორმების, ყოველდღიური/კვირეული/თვიური ანგარიშების წარმოება;
  • სამონტაჟო ჯგუფისთვის დავალებების მიცემა;
  • კონტრაქტორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • საინჟინრო სამუშაოების უსაფრთხო, შეუფერხებელი მიმდინარეობის კონტროლი;
  • პროექტის საკითხების/პირობების დოკუმენტირება.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საინჟინრო, სამშენებლო ან მონათესავე დისციპლინების მიმართულებით;
  • პროგრამების ცოდნა: AutoCAD, Word, Excel;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სამუშაოსთვის საჭირო მოთხოვნები:

  • ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • სამედიცინო დაზღვევას (როგორც ინდივიდუალურს, ისე საოჯახოს).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და "სამშენებლო ობიექტის ტექნიკური მენეჯერი"-ის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა