8831 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

89ZSG1TH გამოქვეყნდა 2 სექ 2 ნახვა

საკრედიტო რისკების ოფიცერი

Premium Leasing გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4 finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"4 finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებ-გვერდზე: https://pl.ge/ka

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო რისკების ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ლიზინგის განაცხადების განხილვა, კომპანიაში მოქმედი შიდა პოლიტიკის შესაბამისად;

** მომხმარებლის გადახდისუნარიანობის შეფასება; რისკების შეფასება და მართვა;

** საჭიროებისამებრ, კლიენტთან სტანდარტის დაცვით კომუნიკაცია, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მონაცემების დაზუსტების ან/და გადამოწმების მიზნით;

** კომპეტენციის ფარგლებში, ლიზინგის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება;

** კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება და მომიჯნავე დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა.

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

** ფიზიკური პირების დაკრედიტების რისკის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით (სავალდებულოა);

** ანალიტიკური აზროვნებით;

** დეტალებისადმი ორიენტირებულს;

** დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარებით;

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, გიორგი დანელიას ქ.2

სამუშაო საათები:

ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

შაბათი, მონაცვლეობით, 10:00-15:00

(საშუალოდ, თვეში 2 შაბათი)

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე:

ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - რისკების ოფიცერი.

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს"

და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Premium Leasing
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა