ავტოპარკის ტექნიკოსი / ტექნიკოსის დამხმარე
ტაქსოპარკი N1 აცხადებს ვაკანსიას — ავტოპარკის ტექნიკოსი / ტექნიკოსის დამხმარე ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების მიმართულება
ვეძებთ პასუხისმგებლიან თანამშრომლებს ავტოპარკის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისთვის.
ავტოპარკის ტექნიკოსი
ძირითადი მოვალეობები: - ავტომობილების პერიოდული ტექნიკური შემოწმება - კომპიუტერული დიაგნოსტიკა და ხარვეზების გამოვლენა - ელექტრო და ჰიბრიდული სისტემების დიაგნოსტიკა და შეკეთება - სავალი ნაწილისა და ძირითადი მექანიკური კვანძების შემოწმება/შეკეთება - მცირე და საშუალო სირთულის ტექნიკური სამუშაოების შესრულება - ავტომობილის პრობლემის დროული აღმოჩენა და საჭირო სამუშაოების განსაზღვრა - შესრულებული სამუშაოებისა და ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის აღრიცხვა
მოთხოვნები: - ავტომობილების ტექნიკური მიმართულების კარგი ცოდნა - კომპიუტერულ დიაგნოსტიკასთან მუშაობის უნარი - ავტომობილის ელექტრო სისტემებისა და ელექტროსქემების გაგება - მექანიკური სამუშაოების შესრულების უნარი - მაღალი ძაბვის სისტემებთან უსაფრთხო მუშაობის ცოდნა ან ამ მიმართულებით სწავლის სურვილი - პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ყურადღება - B კატეგორიის მართვის მოწმობა სასურველია
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს Tesla-ს, ელექტრო ან ჰიბრიდულ ავტომობილებთან მუშაობის გამოცდილება.
ტექნიკოსის დამხმარე
ძირითადი მოვალეობები: - ტექნიკოსის დახმარება ავტომობილების შემოწმებისა და შეკეთების პროცესში - მარტივი ტექნიკური და მექანიკური სამუშაოების შესრულება - ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობა - ხელსაწყოებისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგება - ტექნიკოსის მითითებების შესრულება
მოთხოვნები: - ავტომობილების ტექნიკით დაინტერესება - ტექნიკური აზროვნება და ხელით მუშაობის უნარი - საბაზისო ტექნიკური ცოდნა სასურველია - გამოცდილება აუცილებელი არ არის - სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი - პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა
ვეძებთ ადამიანებს მუდმივი სამუშაოსთვის, რომლებსაც სურთ ელექტრო ავტომობილების მიმართულებით პროფესიული განვითარება და გუნდთან ერთად გრძელვადიანი თანამშრომლობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, შეთანხმებით
სურვილის შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ სივი ფოტოსურათით ელფოსტაზე:
დაკავშირება:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.