საწყობის მენეჯერი
კომპანია „ჯი-თი გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას - საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
„ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, სულხან - საბა ორბელიანის ქ. N19 სამუშაო განაკვეთი: სრული ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ; - საწყობში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - MS Office - ის ცოდნა; - სასურველია ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - სათადარიგო ნაწილების, ზეთების და სახარჯი მასალების მიღება, დახარისხება და განთავსება შესაბამისი წესების გათვალისწინებით; - მიღებული და გაცემული ნაწილების, ზეთებისა და მასალების მუდმივი მონიტორინგი; - სათადარიგო ნაწილების, ზეთების და სახარჯი მასალების მიღებასთან და გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება/მონიტორინგი; - სასაწყობე მარაგების მართვა და მასთან დაკავშირებული რეგულარული ანალიზის ჩატარება/რეპორტინგი; - სასაწყობე ფართის ეფექტურად გამოყენება შესაბამისი ნორმების დაცვით; - საწყობში არსებული პროდუქციის მართვა/ჩამოწერა/რეალიზაცია/გასხვისების პროცესის მართვა შესაბამისი ვადების გათვალისწინებით; - საწყობის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.
პიროვნული თვისებები: - ეფექტური კომუნიკაცია; - დეტალებზე ორიენტირებული; - პასუხისმგებლობის გრძნობა; - დროის ოპტიმალურად განაწილება;
ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; - ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.