სილამაზის სალონის ადმინისტრატორი
ფრანგული სილამაზის სალონების ქსელი "Jean Louis David" აცხადებს ვაკანსიას სილამაზის სალონის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები: 10:00-დან 20:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: კვირაში 4 დღე;
** ანაზღაურება: 1100 ლარი, ბონუსი გაყიდვებიდან;
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე.
გთხოვთ, ნუ გამოგზავნით აპლიკაციას, რომელიც არ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.
აუცილებელი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, მინიმუმ 2 წელი;
** უცხო ენები: ინგლისური, რუსული — თავისუფალი, სასაუბრო დონე;
** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
** მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა;
** კარგი არითმეტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** აპლიკანტს უნდა გააჩნდეს სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია არ არის მორგებული სტუდენტებზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** მომხმარებლების დეტალური კონსულტაცია მომსახურებებისა და პროდუქციის შესახებ;
** მომხმარებლებთან დაკავშირებული ჩანაწერების გაკეთება შესაბამის პროგრამაში;
** სალაროს მართვა (სალონის საკასო ოპერაციების წარმოება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო);
** სალონში არსებული პროცედურების თეორიული ცოდნა;
** გაყიდვებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:. სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სილამაზის სალონის ადმინისტრატორი.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.