საცალო გაყიდვების ოპერატორი
კომპანია "AMTS" (მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების ოპერატორის თანამდებობაზე თბილისში.
მოვალეობები:
** პროდუქციის კარგი ცოდნა;
** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის გაყიდვა;
** გაყიდული პროდუქციის საბუთების წარმოება კომპანიის ელექტრონულ პროგრამაში;
** საცალო საწყობის ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** საცალო მაღაზიის თაროებზე პროდუქციის განლაგება და წესრიგის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია განათლება სამედიცინო ან ფარმაცევტულ სფეროში;
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება (აფთიაქში ან სამედიცინო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** სასურველია უცხო ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** 3 თვე ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი;
** შემდეგ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:. გთხოვთ, სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.