7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

8DRWZ32Z გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

მ/ც-ის ელექტრიკოსი/სტაჟიორი

ენერგო-პრო ჯორჯია via hr.ge
თბილისი სტაჟირება მშენებლობა / რემონტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სამუშაო ადგილი: საგარეჯო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 26 აგვისტო, 2026 წ.

სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს მ/ც-ის ელექტრიკოსი/სტაჟიორის პოზიციაზე

მოვალეობები და ვალდებულებები: - უშუალო ხელმძღვანელის, კოორდინატორის ზედამხედველობის ქვეშ შეასრულოს შემდეგი ფუნქციები საჭიროების მიხედვით: - საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობის მიღება, არსებული წესებისა და სტანდარტების მიხედვით. მენტორის მეთვალყურეობით.; - აღმოჩენილ დარღვევებზე/ხარვეზების, უსაფრთხოების ტექნიკისა და ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დარღვევის შესახებ ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება; - ავარიის აღმოჩენა-ლიკვიდაციაში მონაწილეობის მიღება; - მომსახურეობის ცენტრში მიმდინარე პროექტების შესრულებაში მონაწილეობის მიღება. - ქსელზე მომხმარებლის უნებართვოდ მიერთების მკაცრი კონტროლი; - რიგ შემთხვევებში, სატრანსფორმატორო პუნქტებში, საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემ ხაზებზე გეგმიური ან ავარიული შესასრულებელი სამუშაოს დროს, განწესით ან განკარგულებით, სამუშაო ადგილის მომამზადებელი პირის, დამშვების, სამუშაოს მწარმოებლის ან მეთვალყურის ფუნქციების შესრულება, მენტორის მეთვალყურეობით. - სამუშაო ადგილის მომზადებისას აუცილებელი გამორთვების წარმოება და შესაბამისი ზომების მიღება. - გაეცნოს და იხელმძღვანელოს კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი ინსტრუქციებით და სამართლებრივი აქტებით; - საკუთარი ხელმოწერით დააფიქსიროს გამოცხადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.

მოთხოვნები: - ტექნიკური განათლება (სასურველია ენერგეტიკული) - გუნდური მუშაობის უნარი;

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2026 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ენერგო-პრო ჯორჯია
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა