ლოჯისტიკის მენეჯერი
სატრანსპორტო კომპანია შპს "ეს ენდ დი ლოჯისტიკი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზება და მართვა;
- ტვირთების გადაადგილების პროცესის კონტროლი და კოორდინაცია;
- შეკვეთების მიღება, გაფორმება და ოპერატიული კონტროლი;
- მძღოლებთან, გადამზიდავ კომპანიებთან, ტერმინალებთან, აგენტებთან და კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
- სატრანსპორტო და თანმხლები დოკუმენტაციის კონტროლი;
- გადაზიდვის პროცესში წარმოშობილი საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - ორივე ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა აუცილებელია მინიმუმ ერთ-ერთი ენის კარგი ცოდნა;
- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოჯისტიკის/ტრანსპორტის სფეროში;
- MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა;
- სწრაფად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ. №6;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00; შაბათი: 10:00-13:00 (მონაცვლეობით);
- ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ.ფოსტაზე. ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: "ლოჯისტიკის მენეჯერი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.