ოპერატორი
კომპანია "სტანდარტი +" ლიდერი მინა სარკის იმპორტსა და წარმოებაში აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
თუ ხართ ენერგიული, მოტივირებული და გაქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
სამუშაო პირობები
- ანაზღაურებადი სტაჟირება (ხელზე ასაღები): 1000 ლარი;
- ხელფასი სტაჟირების შემდეგ (ხელზე ასაღები): 1500 ლარი;
- მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბე, თ. ერისთავის ქუჩა #1;
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე. 1 დღე მცოცავი გრაფიკით.
- სამუშაო საათები: 10:00-18:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- კომპანიის პროდუქტის შესახებ მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებელთა ოპერატიული, თავაზიანი და ეფექტური მომსახურება;
- შემოსულ შეტყობინებებზე (whatsapp-სა და viber-ში) და სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- შეკვეთების მიღება და კომპანიის პროგრამა bao-ში შეტანა.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;
- პუნქტუალურობა;
- Autocad პროგრამის ცოდნა/კომპანია უზრუნველყოფს სწავლებას
ჩვენ გთავაზობთ
- დამატებით წამახალისებელ ბენეფიტებს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.